პროექტი

1. პროექტი : "წიგნი და კომპიუტერი"2. პროექტის თემა: წიგნისა და კომპიუტერის სინთეზი სასწავლო პროცესში 3. პროექტის აქტუალობა :თემა აქტუალურია გამომდინარე იქედან, რომ ოცდამეერთე საუკუნე ითხოვს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას ,რათა სასწავლო პროცესი ეფექტურად და საინტერესოდ წარიმართოს...უფრო მეტი დაინტერესება იყოს სწავლისადმი მოსწავლეებისა4.პროექტის მიზანი : პროექტის მიზანია ხელი შეეწყოს ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში და  ამავე დროს ეს პროექტი ხელს შეუწყობს წიგნიერების დონის ამაღლებას მოსწავლეებში .5.მონაწილეთა ასაკი :   9-10 წელი6.ხანგრძლივობა : -2 თვე7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი :პროექტის ფარგლებში შიქმნება ხელნაწერი/ხელნაკეთი წიგნი და ამავე დროს ელექტრონული წიგნები.8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები : კომპიუტერი, პროექტორი, ფურცლები, ფერადი ფანქრები,ძაფი, მახათი.9. პროექტის მსვლელობა : გადანაწილდება მოვალეობები შესაძლებლობის მიხედვით:ავტორები,მხატვრები, გადამწერები .მბეჭდავები, ანიმატორები.დამზადდება წიგნი , ასევე ელექტრონული წიგნები, გაიმართება პრეზენტაცია.10.საგანთა/საგნობრივ ჯგუფებთნ/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ქართული, ხელოვნება,ისტი.
ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·         ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
·         აღწერს და ახასიათებს საგნებსა და პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
·         ყვება მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·         მარტივი გეგმის მიხედვით ყვება წაკითხული ტექსტის შინაარსს;
·         მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს;
·         ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად გამოცდილებას შორის;
·         მარტივი გამოთქმებით („მომწონს / არ მომწონს“, „საინტერესოა / უინტერესოა“, „ვეთანხმები / არ ვეთანხმები“, „ერთგულია / მოღალატეა“, „მამაცია / მხდალია“ და ა. შ.) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას („არ ვეთანხმები იმიტომ, რომ...“, „საინტერესოა იმით, რომ...“ და ა. შ.);
ართ. III. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტის საბავშვო ენციკლოპედიაში,  მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).                       

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს თემას;
·         ასახელებს ტექსტის კომპოზიციურ მახასიათებლებს
·          (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, პირობით ნიშანს, რუბრიკას, აბზაცების რაოდენობას, სქემასა და სხვ.);
·         ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია (მაგ., რას ჭამს ზღარბი? . . . - რუბრიკაში „საკვები“);
·         ამოიცნობს ილუსტრაციების ქვემოთ მოცემული წარწერების შინაარსს;
·         ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას / ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა;
·         ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს და სხვ.);
·         ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ  მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·         ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნები.
ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას  და/ან  თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ვიზუალურად (წაკითხვის ან მოსმენის გარეშე) ამოიცნობს ამა თუ იმ ტექსტის  (რეკლამის, აბრის, რეცეპტის, მარტივი ინსტრუქციის, მოსაწვევი ბარათის) დანიშნულებას;
·         თანმხლები ტექსტის გარეშე ამოიკითხავს ვიდეომასალის სახეობას (რეკლამა, კინოანონსი, რეპორტაჟი);
·         მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;
·         გრაფიკული რედაქტორი (painter) გამოყენებით, სურათებისა და სიტყვების კოლაჟით გადმოსცემს მთლიანი ტექსტის ან მისი საკვანძო ეპიზოდის შინაარსს;
·         ნაცნობი ტექსტისთვის შეარჩევს თანმხლებ მუსიკას, ხმოვან ეფექტებს;
·         საყვარელი ნაწარმოების / ზღაპრისთვის ქმნის წიგნის მაკეტს.
ქართ. III. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერს მარტივ ინსტრუქციებს (მაგ., როგორ უნდა მოვიქცეთ ქუჩის გადასასვლელებზე, როგორ მოვუაროთ შინაურ ცხოველებს, როგორ გავუფრთხილდეთ სასკოლო ნივთებს და ა. შ.);
·         კონკრეტული მიზნისა და ადრესატის მიხედვით თხზავს და აფორმებს მოსაწვევი ბარათის ტექსტს;
·         თხზავს და შესაბამისად აფორმებს მარტივ დიალოგებს.
ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე ზომის ტექსტებს (ზღაპარს, მოთხრობას);
·         სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის საფუძველზე ქმნის მცირე ზომის თხზულებას (მაგ., „შემოდგომა“, „შინაური ცხოველები“ და სხვ.);
·         აღწერს კონკრეტულ ფაქტს / მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან;
·         თანამიმდევრულად გადმოსცემს შინაარსს წერილობით;
·         წერს კარნახით;
·         ტექსტის შედგენის დროს იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და ფრაზებს;
·         ტექსტის ან ეპიზოდის შინაარსის გადმოცემისას იყენებს ავტორისეულ ლექსიკას, ზოგიერთ მხატვრულ ხერხს (ეპითეტებს, მარტივ შედარებებს).


ქართ. III. 13. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება ტექსტის შექმნისას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის ფორმით;
·         სწორად იყენებს კავშირებს (და, თუ, მაგრამ, ან) რთული და შერწყმული წინადადებების ნაწილების დასაკავშირებლად;
·         სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით („ეს / ის კაცი მოვიდა - ეს / ის მოვიდა“...) და კითხვით (რომელი? როგორი?) ნაცვალსახელებს;
·         სათანადო კონტექსტში სწორად ხმარობს სიტყვებს: ყველა, ზოგი (ზოგიერთი), არც ერთი;
·         სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში, სწორად ათანხმებს რიცხვით და / ან ზედსართავ სახელსა და არსებით სახელს ბრუნვასა და რიცხვში;
·         მსგავსი მნიშვნელობის ლექსიკური ერთეულებიდან შეარჩევს მოცემული კონტექსტისთვის შესაფერის / მართებულ სიტყვას;
·         იყენებს დიალოგის გაფორმებისთვის საჭირო ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (ზმნის II პირის ფორმებს, პუნქტუაციის ნიშნებს);
·         სწორად დამარცვლავს სიტყვებს და გადააქვს სტრიქონიდან სტრიქონზე;
·         სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, მძიმეს, ორწერტილს, მრავალწერტილს, ბრჭყალებს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს).


ქართ. III. 14. მოსწავლეს შეუძლია  ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         გადაიკითხავს და ჩაასწორებს საკუთარ ნაწერს, შესაბამისი პირობითი ნიშნებით ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში სასურველ სიტყვას ან წინადადებას;
·         კარნახით ნაწერ ტექსტს უდარებს დედანს ჩასწორების მიზნით;
·         ამოწმებს და ჩაასწორებს ნაწერში მისთვის ნაცნობ სასვენ ნიშნებს.
ს.გ.III.4.   მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.       
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ქმნის სიუჟეტებს  თავისუფალ თემაზე საკუთარი ფანტაზიით;
·           ნამუშევარში გადმოსცემს სპექტაკლზე, კონცერტზე, ცირკში, ზოოპარკში, მუზეუმში, ექსკურსიაზე ყოფნის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს;
·           გამოსახავს ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გაცნობის შედეგად გაჩენილ იდეებს (თემა, სუჟეტი, პერსონაჟი, მხატვრული ხერხი);
·           ხატავს ლიტერატურული ნაწარმოების, ფილმის, მულტფილმის გმირებსა და ასევე, საკუთარი წარმოსახვით შექმნილ პერსონაჟებს.
ს.გ.III.6.  მოსწავლეს შეუძლია მუშაობ ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში, ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას (ლიდერი, ჯგუფის წევრი);
·           დასმულ ამოცანას გადაჭრის დამოუკიდებლად ან მეწყვილესთან ერთად;
ითხოვს დახმარებას და იჩენს სხვების დახმარების ინიციატივას.
ს.გ.III.10.     მოსწავლე  მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაწილეობს საკლასო სპექტაკლში;
·           მონაწილეობს საკლასო და სასკოლო ზეიმში;
·           მონაწილეობს საკლასო და სასკოლო გამოფენაში;
·           დადის მუზეუმებში და გამოფენებზე;
·           დადის ექსკურსიებზე და ეცნობა კულტრულ მემკვიდრეობას.
11.პროექტის ხელმძღვანელი : N161-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი მაკა შათირიშვილი     himymaka@gmail.com        https: //maka161.blogspot.com/p/blog-page_44.html

Comments

Popular posts from this blog